სასწრაფოდ! საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მოქალაქეებს უძრავ ქონებას იძულებით, ვეღარ ჩამოართმევენ

საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეებს უძრავ ქონებას იძულებით, დროებით ვეღარ ჩამოართმევენ. ამის შესახებ მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მიღებულ დადგენილებაშია აღნიშნული.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უნდა შეჩერდეს/გადაიდოს სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებები.

„შეჩერდეს/გადაიდოს შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებები. შეჩერდეს/გადაიდოს ფაქტების კონსტატაციის მიზნით დაწყებული წარმოებები,“-აღნიშნულია დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.