სამწუხარო ინფორმაცია ამ წუთებში ხდება ცნობილი – “მინდა გაუწყოთ სამწუხარო ინფორმაცია გარდაიცვალა 64 წლის მამაკაცი ნიუ-იორკში”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ადასტურებს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განაცხადა, ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეა გარდაცვლილი.

„სამწუხაროდ , კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის უკვე მე-5 შემთხვევა საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულის გარდაცვალების. ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, რომელიც ესპანეთში დაფიქსირდა, ორივე შემთხვევაში, გარდა კოვიდისა, ასევე იყო თანხმლები სხვა ქრონიკული დაავადებები,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

სასწრაფოდ! ამ წუთბში უკანასკნელი ცნობები ვრცელდება საუნივერსიტეტო კლინიკიდან კრიტიკული მდგომარეობით შემოსული პაციენტი გახდა კონტაქტური, დღის ბოლომდე შესაძლოა, აპარატიდან მოიხსნას

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში ახალი კორონავირუსის ინფექციით მოთავსებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მისივე განმარტებით, ერთ-ერი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, მერე პაციენტსაც უახლოეს დღეებში მოხსნიან ასევე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან.

„იცით, რომ გვყავს ორი რეანიმაციული პაციენტი. მინდა, გითხრათ, რომ დღეს ძალიან ბედნიერი ვართ მთელი ჩვენი კლინიკა, იმიტომ, რომ პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოსული, მწვავე რესპირატორული დისტრესით და ყველა გართულებით, რომელიც ამ დაავადებისთვის იყო დამახასიათებელი, ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ომში, მეტნაწილად, გავიმარჯვეთ. პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური, ხელოვნურ ვენტილაციაზე გვყავდა. დღის ბოლომდე შესაძლოა, პაციენტი მოიხსნას აპარატიდან.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ქალბატონი 80 წლის , რომელიც ასევე COVID19-ით ინფიცირებულია, აქვს გულისუკმარისობა და ასაკი, ამ ქალბატონთანაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებით, პარაკლინიკური კვლევებით, სუბიექტური და ობიექტური მონაცემებით დადებითია მიღწეული. სუნთქვის პარამეტრები შედარებით გამარტივდა. ჩვენი კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური(სასიცოცხლო) ფუნქციები ცოცხალია. იმედია, ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტი აპარატიდან მოიხსნება“, – განაცხადა რატიანმა.

ეს ყველაფერს თავდაყირა აყენებს რას წერს აშშ-ს ფედერალური კლინიკის დეპარტამენტების დირექტორი კორონავირუსზე? ეს ვირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ facebook-ში კორონავირუსთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

“დასავლური მედიცინის ყოვლისშემძლეობის მითი დაანგრიაო კორონამ.

სინამდვილეში ხდება ეს:

დასავლური, განვითარებული მედიცინის გამო, განვითარებულ ქვეყნებში მკვეთრად მოიმატა მრავალი თანმდევი დაავადებით მცხოვრებმა ასაკოვანთა სპექტრმა. კორონავირუსმა ძირითად სამიზნედ კი სწორედ ეს სპექტრი აირჩია, რითაც ფსიქოლოგიურად დაარტყა განათლებისა და პროგრესის საყოველთაო კონცეპციას. მიზანი ერთია, პლანეტამ უნდა დაიჯეროს, რომ ხსნა არ არის პროგრესში; რომ ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნები უკეთ აკონტროლებენ ხალხთა მასებს და შესაბამისად პანდემიას, დრაკონული მიდგომებით.

ეს ვირუსი მხოლოდ ბიოლოგიური იარაღი არ არის; იმავდროულად ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული. პარალელურად კომპიუტერული ვირუსიცაა, რადგან უკვე სამი თვეა სტატისტიკა ვერ დაალაგა მსოფლიოს ვერცერთმა ქვეყანამ და სიტუაციაზე ჩინელი ექიმების სახელდახელოდ გამომცხვარი, ფსევდოკლინიკური სტატიებით მსჯელობენ. ამ სტატიებმა კი უკვე წალეკა მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ჟურნალები.

არ აჰყვეთ პანიკას. მშვიდად, ძალიან მშვიდად და საოცრად ფრთხილად უნდა დავიცვათ პატარა საქართველო. ეს ყველა ჩვენთაგანის ვალია. გონივრულად უნდა გადავანაწილოთ რესურსები, რომ რაც შეიძლება დიდხანს შევძლოთ “სანგარში” ჯდომა, სანამ საარტილერიო კანონადა გადაივლის.“– წერს ზურაბ გურული.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ვალიევოს ეპისკოპოსი მილუტინი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ეპისკოპოსი მილუტინი ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობის კურსს. როგორც ცნობილია, 71 წლის ეპისკოპოსს თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საერთაშორისო მასშტაბით კორონავირუსის 766 336 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 160 001 ადამიანი უკვე განიკურნა. 36 873 ადამიანისთვის ვირუსი ფატალური აღმოჩნდა.

სასწრაფოდ! სასიხარულო ინფორმაცია 5-დან 5-ვე განიკურნა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმა გამოიყენეს

„ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმა გამოიყენეს და 5-დან 5-ვე შემთხვევა პოზიტიურად დასრულდა“, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ქართველმა ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განუცხადა.

მისივე თქმით, ეს მეთოდი ებოლას, მერსის და ესპანური გრიპის დროსაც წარმატებული იყო.

„ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმა გამოიყენეს და 5-დან 5-ვე შემთხვევა პოზიტიურად დასრულდა. ეს მეთოდი ებოლას, მერსის და ესპანური გრიპის დროსაც გამოიყენეს ზუსტად ერთი საუკუნის წინ და შედარებით დადებითი ეფექტი იყო, მაგრამ 100%-იანი არაფერი არ არის, სანამ წამალი და აცრა არ არსებობს“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

სასწრაფოდ! სასიხარულო ინფორმაცია ევროკავშირის მოულოდნელი გადაწყვეტილება საქართველოს…

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, თანხა ჯანდაცვის სისტემას მოხმარდება.  

„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის მიერ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას. მადლობას ვუხდით ევროკავშირს დახმარების ახალი პაკეტის, კერძოდ, 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფისთვის, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე პანდემიის ზემოქმედების შერბილებას, ასევე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო დაახლოებით 70 მილიონ ევროზე მეტი თანხა გადამისამართდება სოციალ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფრხველად“ – წერს დავით ზალკალიანი “ტვიტერზე” 

კარგი სიახლე დღის ბოლოს გილოცავთ სრულიად საქართველოს საჩხერის სამედიცინო ცენტრში 2 პაციენტი Covid 19_გან განიკურნა

ამის შესახებ ინფორმაცია აიპრესს ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ მიაწოდა. მათ განმეორებითი ტესტი ჩაუტარდათ და პასუხი ამჯერადაც უარყოფითია.
პაციენტები სამედიცინო დაწესებულებას დღესვე დატოვებენ. ადგილზე კორონავირუსით ერთი ინფიცირებული რჩება, რომელსაც შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.    

წყარო

ამ წუთებში ხდება ცნობილი ინფორმაცია – “ერთი საიდუმლო შემიძლია გაგიმხილოთ”

ერთი საიდუმლო შემიძლია გაგიმხილოთ, ჩვენ ბრმად არ მივყვებოდით ჯანმოს რეკომენდაციებს და ზოგიერთი ჩვენი კორექტივი შეგვქონდა, როდესაც ამაში დარწმუნებული ვიყავით, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა.

„ერთ საინტერესო მაგალითს გეტყვით. ჯანმომ თავიდან გამოაქვეყნა დეფინიცია საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევებისა, რომლითაც დღემდე სარგებლობს მთელი მსოფლიო. იქ ეწერა, რომ, საეჭვო, ანუ შესაძლო შემთხვევად ითვლება პაციენტი, ვისაც ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი ან მეტი. მერე ჩამოთვლილი იყო სხვა ნიშნები და ვინც იმოგზაურა ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდი რისკის ქვეყანაში, ან კონტაქტში იყო ავადმყოფთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ქართველი სპეციალისტები პაციენტებზე დაკვირვებით და სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე მიხვდნენ, რომ ზოგ შემთხვევაში ვირუსი საერთოდ უსიმპტომოდ ვითარდება და რეკომენდაციები შეცვალეს.

„ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ პირველი პუნქტი შევცვალეთ და საეჭვო შემთხვევების განსაზღვრებიდან ტემპერატურის ცნება საერთოდ ამოვიღეთ და დავწერეთ: თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომები, მაგალითად ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაჭედვა და სხვა და ის მოგზაურობდა ბოლო ორი კვირის მანძილზე მაღალი რისკის ქვეყნებში, ან სტუმრად ჰყავდა ამ ქვეყნებიდან ჩამოსული პირი, ან იმყოფებოდა კონტაქტში სავარაუდო ავადმყოფთან, ის უკვე ითვლება საეჭვო შემთხვევად, ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას და გამოკვლევას.

ეს რომ არ გაგვეკეთებინა, დაახლოებით 26 პაციენტის შემთხვევა გაგვეპარებოდა, რადგან მათ არ ჰქონდათ სიცხე 38-ი და მით უმეტეს, 38-ზე მეტი. ზოგს საერთოდ არ აღენიშნებოდა ტემპერატურა და ამ ცვლილებამ საქართველო მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა და გარკვეულწილად დაღუპა იტალია, რომელიც ჯანმოს მითითებებს ასრულებდა.

ერთ-ერთი მიზეზი იტალიაში განვითარებული მოვლენებისა ის არის, რომ პირველ ეტაპზე მას გაეპარა ეს უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც გახდნენ განსაკუთრებით ძლიერი გამავრცელებლები“

ხვალიდან მეტროთი გადაადგილება იკრძალება

თბილისის მეტროთი გადაადგილება სრულიად იკრძალება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში საყოველთაო კარანტიინი გამოცხადდა – ამის შესახებ გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში.

სასწრაფოდ! ცხადდება საყოველთაო კარანტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით

საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

გახარიას თქმით, მოქალაქეების ნაწილი ვერ აცნობიერებს პრობლემის სიმძიმეს.

მან სხვადასხვა ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული უკეთესი სიტუაცია მოდუნების საფუძველი არ არის.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე განმარტებით, საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება, მოქალაქეებს კი ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან აეკრძალებათ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება.
“ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი, ვიყოთ ეფექტურები და წარმატებულები ამ ვირუსთან ბრძოლაში, არის სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები და არცერთ შემთხვევაში არ გვაქვს დაგვიანების უფლება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ზომების გამკაცრების და ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს.

ხვალ დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინის ფარგლებში იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამნისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი ისხდება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაწყვანის მიზნით,” – განაცხადა გახარიამ.