ქეთი დოლიძის სკანდალური განცხადება – კატეგორიულად უნდა დაისვას საკითხი, რომ გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ასაკრძალი პარტია – ის 2012 წელს უნდა აკრძალულიყო, – ამის შესახებ რეჟისორი ქეთი დოლიძე აცხადებს.

როგორ დოლიძემ “პალიტრანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, არ შეიძლება გიგა ბოკერიასპარლამენტში ყოფნის უფლება ჰქონდეს, რადგან ეს უპატიებელი ფაქტია.

“რომ მცოდნოდა, რომ ხელისუფლება ასეთ კოჰაბიტაციაში შევიდოდა, რაც ზოგიერთი პარტიის მოთხოვნა იყო და “ქართული ოცნება“ აიძულეს ეს გაეკეთებინა, რომ მცოდნოდა, რომ 40 მტარვალი პარლამენტში დარჩებოდა, ძალიან ბევრ კითხვას დავსვამდი და არ ვიცი, 670 სოფელს მოვივლიდი თუ არა. არავის არაფერი არ დაავიწყდება და არავის არაფერი არ უნდა ეპატიოს. “ნაციონალურ მოძრაობასთან“ არავითარი კოჰაბიტაცია არ შეიძლებოდა. კატეგორიულად უნდა დაისვას საკითხი, რომ გასამართლდეს “ნაციონალური მოძრაობა“ – ვინც დასასჯელია, დაისაჯოს და პასუხი აგოს იმ მხეცობაზე, რასაც 9 წლის მანძილზე სჩადიოდნენ“, – განაცხადა ქეთი დოლიძემ.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.