სკანდალური და შოკისმომგვრელი ინფრომაცია ვრცელდება ამ წუთებში

კრემლი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებას მიესალმება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Ria ავრცელებს.

“ჩვენ ვნახეთ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები და ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას”, — აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, კრემლში მადლიერნი არიან, რომ ქართველმა პოლიციელებმა რუსი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყვეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 31 მარტის პროტესტით ნაციონალურმა მოძრაობამ ისარგებლა და მოვლენები თავიანთ დღის წესრიგის ფარგლებში მოაქცია.

“რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელი იყო ენმ-ის ლიდერებისა და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად სცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც დიალოგი შეუძლებელია”, — თქვა პრემიერმა.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.