სვანეთში დაკარგული 13 წლის ბავშვის დედის მიმართვა “ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი”

სვა­ნეთ­ში და­კარ­გუ­ლი 13 წლის ილია ფილ­ფა­ნის პოვ­ნას ამ დრომ­დე ვერახერ­ხე­ბენ. მო­ზარ­დი სვა­ნეთ­ში მა­მას­თან და ბე­ბოს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, სა­დაც სა­ა­ხალ­წლოდ ჩა­ვი­და, ხოლო პან­დე­მი­ის შემ­დეგ, მამა-შვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა ვე­ღარ შეძ­ლო.

“ფორ­მუ­ლას“ ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ დუ­ბა­ი­დან დაბ­რუნ­და ილია ფილ­ფა­ნის დედა, ქსე­ნია ფილ­ფა­ნი, რო­მე­ლიც ახლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა და მის პირ­ველ სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვას “დრო­ე­ბა“ ავ­რცე­ლებს.

“ილია, თუ ჩემი გეს­მის, თუ ჩემი გეს­მის, გთხოვ, დაბ­რუნ­დი. შენ­თან ჩა­მო­ვე­დი, შენს წა­საყ­ვა­ნად. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, გთხოვ, დაბ­რუნ­დი, მე შენ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ.
თუ გან­ვი­ხი­ლავთ გაქ­ცე­ვის ვერ­სი­ას, რო­გორც დე­დამ, არ ვიცი, სად უნდა წა­სუ­ლი­ყო. მეს­მის, რომ უზარ­მა­ზა­რი მან­ძი­ლე­ბია, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი, სა­დაც შე­ეძ­ლო წას­ვლა, არის თბი­ლი­სი, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს აქა­უ­რო­ბას და აქ დიდ დროს ვა­ტა­რებ­დით, ბევ­რს ვსე­ირ­ნობ­დით.

თბი­ლის­ში მისი მა­მი­და ცხოვ­რობს, რო­მელ­თა­ნაც ვჩერ­დე­ბო­დით. მან იცის, სად არის ბინა და შე­უძ­ლია თა­ვად მი­აგ­ნოს. არ მჯე­რა, რომ შე­იძ­ლე­ბა ბა­თუმ­ში, ან ქო­ბუ­ლეთ­ში იყოს, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა ვცდე­ბი.

მრა­ვა­ლი ვერ­სია ის­მის. არ ვიცი, რო­მე­ლია სწო­რი. არის ვერ­სია, რომ ის სახ­ლი­დან გა­იქ­ცა. ამას მეც ვუშ­ვებ, რად­გან ყვე­ლა­ფე­რია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ის მარ­ტო დარ­ჩა მა­მას­თან და ბე­ბოს­თან დიდი ხნით. მას არ ჰყავს მე­გობ­რე­ბი სა­მე­ზობ­ლო­ში“, – ამ­ბობს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბავ­შვის დედა.

ოჯა­ხი მი­მარ­თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და სთხოვს, რომ თუ ვინ­მე შე­ნიშ­ნავს ილი­ას აღ­წე­რი­ლო­ბის ბავ­შვს, დარ­ე­კოს 112-ში. 13 წლის მო­ზარ­დი სახ­ლი­დან 18 ივ­ლისს გა­ვი­და და მას შემ­დეგ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.