საქართველო საცოდავი ქვეყანაა… დიახ, ვეთანხმები პოზნერს, ღირსებაახდილი, მლიქვნელი და აფერისტი ერი ვართ

ქორეოგრაფი თეა დარჩია „ღამის კურიერის“ ეთერში საქართველოში პოზნერის ვიზიტს გამოეხმაურა.

„მე წავიკითხე შარშანდელი პოზნერის ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ მლიქვნელები და აფერისტები ხართ ქართველებიო, ვეთანხმები, ვართ!

ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ყველაფერში დამნაშავეები, ჩვენ ვიქეცით ამბარცუმა ერად! თავმოყვარეობა დავკარგეთ. ამპუტაცია ჩაგვიტარეს თავმოყვარეობაზე, პატივმოყვარეობის! ღირსებაახდილი ერი ვართ. კიდევ მიკვირს, რატომ ბოლომდე არ გაგვასწორეს მიწასთან.

აფხაზეთი და ოსეთი გაყიდეს, ყველა გლიჯავს ამ საცოდავ საქართველოს,”-აღნიშნა თეა დარჩიამ.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.