სასწრაფოდ! ლევან მამალაძე საქართველოში ბრუნდება?!

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნებას აპირებს.
მისი თქმით, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას არ დაუბრუნდება, თუმცა, წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
“გამოჩნდა შანსი, რომ სიმართლე ითქვას და ყველა ადამიანს მიეცეს თავის მართლების, იმ წნეხიდან გამოსვლის საშუალება, რომელიც სააკაშვილის მთავრობამ ჩამოაყალიბა. დადგა დრო, როდესაც სამართალს თავისი შეფასება ეძლევა. ამის საშუალება ადრე არ იყო. სააკაშვილის დავალებით პროკურატურამ აიღო ჩემი დეკლარაცია, ჩათვალა, რომ რაც იქ მიწერია, ქრთამია, ანუ მე ვიყავი უქონელი და არაფერი უნდა მქონოდა. არც ერთი მტკიცებულება პროკურატურას არ გააჩნია. მე ვიდევნებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყავი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტი”, – განაცხადა მამალაძემ.
მისივე თქმით, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას არ აპირებს, რადგან მეორედ აღარ სურს იმ “მორევში დაბრუნება”, რომელშიც ერთხელ უკვე იმყოფებოდა.
როგორც მამალაძემ აღნიშნა, ამ წლების განმავლობაში “დიდი პოლიტიკური კაპიტალი” დააგროვა და ბევრი ადამიანი “კონსულტაციებისთვის დღესაც უკავშირდება”.
ლევან მამალაძის ინტერესებს ადვოკატი ლალი აფციაური იცავს. მისი განმარტებით, საჩივარი საქმის გადასინჯვის მოთხოვნით პროკურატურაში უკვე შეტანილი აქვს. ადვოკატი პარლამენტის დადგენილებას ელოდება, რომელიც მისი თქმით, საქმის გადასინჯვას შესაძლებელს გახდის.
ლევან მამალაძეს გამოძიება ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ადანაშაულებს. მას სასამართლომ დაუსწრებლად 17 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მამალაძე ინტერპოლით იძებნება.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.