სასიხარულო ინფორმაცია ხდება ცნობილი, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ვინც ვაქცინას მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელამ „ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება იმ ქვეყნების რიგში, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას მიიღებს.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ცალკეულ მწარმოებლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთდროულად მიმდინარეობს.

„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის თაობაზე; გვაქვს წინასწარი მოლაპარაკებები თავად AstraZeneca-სთან. ამავე დროს, ძირითად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ „ვაქცინების გლობალურ ალიანსთან“, რომელიც ამ მიმართულების ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა. ვაქცინების გლობალური ალიანსის მთავარი მიდგომა გახლავთ, რომ ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს განვითარებადისთვის თუ განვითარებულისთვის. ამ ალიანსის საშუალებით, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ოთხი ახალი ვაქცინა დავნერგეთ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება იმ ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს, როდესაც ვაქცინა სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოებისგან მიიღებს დასტურს, რომ არის უსაფრთხო და ეფექტიანი“, – ამბობს გამყრელიძე.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1155 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

მე-17 გარდაცვალების შემთხვევა რამდენიმე საათის წინ დაფიქსირდა. 78 წლის ქალბატონი მცხეთის ჰოსპიტალში მკურნალობდა. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, მას ინფექციასთან ერთად, სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა, რამაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.