რა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული – ” უნდა ავ­წონ-დავ­წო­ნოთ რა­ღა­ცე­ბი, ვი­ღა­ცებ­მა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ღიად უნდა გა­მო­ხა­ტონ”

ამ ცოტა ხნის წინ, ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ძლი­ე­რი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ძა­ლის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ილა­პა­რა­კა.

“ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ასე­ვე ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი არ არი­ან მზად იმი­სათ­ვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­ა­ბა­რონ რო­მე­ლი­მე ერთ მო­თა­მა­შეს – “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ან “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას”. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, ძლი­ე­რი მო­თა­მა­შის გა­ჩე­ნა პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე და ამ ძლი­ე­რი მო­თა­მა­შის მეშ­ვე­ო­ბით იმ ნა­თე­ლი, გან­ჭვრე­ტა­დი მო­მავ­ლის ჩვე­ნე­ბა, რო­მელ­შიც კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბა ამ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ძა­ლის ირ­გვლივ ფორ­მირ­დე­ბა… ამ ალი­ანსს ვხე­დავ რო­გორც ძა­ლას, შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ვაჩ­ვე­ნოთ პარტნი­ო­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ჭვრე­ტა­დი, სტა­ბი­ლუ­რი მო­მავ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტა. ასე­ვე მე ვეყ­რდნო­ბი იმ კვლე­ვებს, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა. ეს პო­ტენ­ცი­ა­ლი და მზა­ო­ბა არ­სე­ბობს. მაგ­რამ დღეს ეს ძალა არა უბ­რა­ლოდ კარ­გი სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გის და­დე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა, ეს არის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტი, იმი­ტომ, რომ ორი სხვა­დას­ხვა პო­ლუ­სი სა­შიშ­რო­ე­ბის და დის­ბა­ლან­სის პო­ტე­ცი­ალს ქმნის“, – გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, აპი­რებს თუ არა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ასეთ ძა­ლას ჩა­უდ­გეს სა­თა­ვე­ში, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პა­სუ­ხი ასე­თი იყო:

“ბუ­ნებ­რი­ვია, მე ამ ბრძო­ლა­ში ვიქ­ნე­ბი, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის და სტა­ბი­ლუ­რო­ბის ბრძო­ლაა, მე ვიქ­ნე­ბი ერთ-ერთი რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი ისე­ვე, რო­გორც ვი­ყა­ვი ხოლ­მე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ სპექტრში ჩემს როლს ვთა­მა­შობ­დი“.

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ამ გან­ცხა­დე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ა­ჩი­ნა ეჭვი და მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯით უბ­რუნ­დე­ბო­და და არც თუ უსა­ფუძ­ვლოდ. რო­გორც ambebi,ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, შე­იძ­ლე­ბა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ყო­ფილ პრე­მი­ერ – გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ბოლო დროს ასე­ვე გა­აქ­ტი­ურ­და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით, პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შექ­მნას. ამ ალი­ან­სში ასე­ვე მო­ი­აზ­რე­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა ექსმი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდ­მა­რის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი, გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში და­არ­სე­ბუ­ლი პარ­ტი­ის “ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო – სო­ლი­და­რო­ბის ალი­ან­სის” ლი­დე­რე­ბი: ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნი.

ვრცლად იხ. აქ

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.