პუტინის სკანდალური განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით

საქართველოში წასვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის სახიფათოა – აცახდებს კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი თბილისში ცნობილი რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტის პროტესტთან დაკავშირებით.

„იქ წასვლა უბრალოდ სახიფათოა და ეს მოქალაქეებს კარგად უნდა ესმოდეთ“, – ამბობს პესკოვი და აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ექსტრემისტულად განწყობილი ნაციონალისტები უწოდა.

ამასთან, დმიტრი პესკოვი დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც დემონსტრანტები გააკრიტიკა. პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი მადლობელია ქართველი პოლიციელებისა, რომელთაც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.

რუსეთის სახელმიწიფო პროპაგანდისტული ტელევიზიის სახე, ვეტერანი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში ჩამოვიდა 31 მარტს, საკუთარი 87 წლის იუბილის გადასახდელად. თბილისში მას პროტესტით დახვდნენ, წარსულში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო. პოზნერის აზრით, აფხაზეთი საქართველოს ნაწილი აღარასოდეს იქნება. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ იმასაც, რომ პოზნერს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის უფლება მისცეს. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები, ასევე, სასტუმრო, რომელშიც ისინი ვახშმობდნენ, დააჯარიმეს.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.