პროფილი ეთერში აღარ გავა, მაია ასათიანი მაყურებელს ემშვიდობება

ყველასათვის ნაცნობმა ჟურნალისტმა ვრცელი განცხადება გაავრცელა. მაია ასათიანი ერთგულ მაყურებლებს დაემშვიდობა. რას ჰყვება ტელეწამყვანი საკუთარ Instagram-ზე?

მაია ასათიანის ოფიციალური გვერდი სარეკომენდაციო პოსტებით არის სავსე, თუმცა ამჯერად რეკომენდაციებთან ერთად ჟურნალისტი მაყურებლებსა და „ფოლოვერებს“ დაემშვიდობა. რატომ გადაწყვიტა ასათიანმა სოციალური ქსელების დეაქტივაცია? როგორც ვიდეოზე თავად ჰყვება, ყოველ წელს ერთი თვის მანძილზე ის ვირტუალური სივრციდან ქრება. ამის შესახებ მას ადრეც ვრცლად უსაუბრია. მაია აღნიშნავს, რომ არა მისი პროფესია, საერთოდ არ დარეგისტრირდებოდა სხვადასხვა ქსელში და არც მედია საშუალებებს მიადევნებდა თვალს.

„ჩემი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ, რომელიც ძალიან მეხმარება. ყოველ წელს, თვეში ერთხელ  ყველა სოციალურ ქსელსა და აქტივობას ვეთიშები. ეს ძალიან მომწონს. თავის დროზე ასე გავაუქმე Facebook-ი. 2 წლის წინ ყველაფერი გავაუქმე და ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ერთი თვით გემშვიდობებით. თქვენც თუ ცდით, აღმოაჩენთ, რომ ძალიან მაგარია. ამ ქვეყნად ბევრად უფრო საინტერესო რამეები არსებობს, ვიდრე მთელი დღე „სქროლვა“, – აღნიშნავს მაია.

„არ გამომდის, რომ ეს გავაკეთო წელიწადში 12 თვე. იმედია არ გეწყინებათ, ზუსტად ერთი თვის მერე შევხვდებით ერთმანეთს. ძალიან ბევრი დრო მაქვს იმისათვის, რომ თვითგანვითარებაზე ვიზრუნო. საერთოდ არ მექნება არანაირი სოციალური ქსელი. თუ გაიგეთ ჭორი რომ ორსულად ვარ, ტყუილია!“, – აცხადებს პოპულარული წამყვანი.

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ბოლო დროს საკმაოდ აქტიური იყო. ჟურნალისტი სახლში გატარებულ დროს ფაქტობრივად დეტალურად აქვეყნებს. თუმცა ახლა შვებულება დაეწყო და მისი პოსტები ერთი თვის მანძილზე აღარ გამოქვეყნდება.  მისი ყოველდღიური რუტინა უკვე ყველამ იცის. ბოლო პერიოდში ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სახლის ინტერიერის, ძაღლების მოვლის დეტალების, საკუთარი წიგნების, გემრიელი საუზმის საიდუმლოებების მოყოლა მოასწრო.

ამასობაში გაირკვა, რომ მის სამუშაო კაბინეტში ნუცას გარდაცვალების შემდეგ ერთი გულის ამაჩუყებელი ნახატი ჰკიდია. ახლა კი, ძველი ფოტოების დათვალიერებისას მაია ერთ ძალიან თბილ და ემოციურ სურათს გადააწყდა. აღნიშნულ სურათზე მაია 20 წლის არის, ხოლო უმშვენიერესი ნუცა სულ ციცქნაა – ერთი თვის.

ნუცა 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჟურნალისტის ქალიშვილს მენინგოკოკური ინფექცია დაუდგინეს. სამწუხაროდ, ნუცას გადარჩენა ვერ მოხერხდა, საავადმყოფოში უკვე კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.