გიორგი გამსახურდიას სკანდალური განცხადება – “ვუკრძალავ, კრიმინალების პოლიტიკურ ძალას ზვიადის სახელის ხსენებას”

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია, მამის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ “ტვიტერში” პოსტს აქვეყნებს და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით ცალკეულ პირებს, მისი მამის სახელის ხსენებას უკრძალავს.

“დღეს ზვიადის დაბადების დღეა, სურათზე მას უკან მოჰყვებიან ერთგული ადამიანები, ნ.შარვაძე და ტ.გელანტია. ზვიადის სახელის ხსენებას პირადად ვუკრძალავ, კრიმინალების და პუტჩისტების თავშესაფარ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სახელად “ენმ” ჰქვია. არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ, მისი სახელის ხსენების

უფრო განვმარტავ, ნააგენტარი ჟურნალიუგების და ნაპუტჩისტარების გასაგონად, დიახაც, როდესაც პარტიის სახეა: სარიშვილი, დევი, ბუბა, ჟორიკა და ა.შ, ზვიადის სახელის ხსენება ზუსტადაც მათი მხრიდან არის უზნეობა და ამორალური. ეს არაა მარტო ჩემი პოზიცია, არჩევნებზეც გამოჩნდა” წერს გიორგი გამსახურდია.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.