ახლახანს ავრცელებს თეა წულუკიანი განცხადებას – “ყველა მისამძიმრებს…”

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, განაცხადა, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სამძიმარნარევ მილოცვებს იღებს. 

„ეს იყო ჩემი სურვილი, ვისაუბრეთ გუნდში, გვქონდა პოლიტიკური კონსულტაციები და დადებითად დასრულდა. ჩემთვის უჩვეულოა ადამიანების რეაქციები. როცა ადამიანი სადღაც ინიშნება, ულოცავენ ხოლმე, მაგრამ მე ყველა მისამძიმრებს და ეს უკვე ცოტა მაბრაზებს. მეუბნებიან: „შენ ესენი პატიმრები არ გეგონოს, ესენი (კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები) უფრო რთული ხალხია“. ამ დროს, სულაც არ მგონია, რომ პატიმრები რთული ხალხია. ამიტომ, უკვე ღიმილით ვუყურებ სამძიმარნარევ მოლოცვებს, მეუბნებიან: „შენ ამას ვერ იზამ, ამდენი წელია, ისინი ყველა მინისტრს სისხლს უშრობდნენ“. ბოლოს, ეს ყველაფერი გადადის ხუმრობებში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.